1 6 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ბიძინა, თუ წაიკითხავ ამ სმს იცოდე, რომ ძაალიან გაბოროტებული, ძალაუფლებაზე შეყვარებული სვავი პროვინციელი ყ@ე ხარ" - აზარტული თამაშების მორიგი მსხვერპლის, 23 წლის ბიჭის უკანასკნელი წერილი

ბათუმში, 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილს ახლობლები და ოჯახის წევრები დღეს დილიდან ეძებდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. მამაკაცმა   გარდაცვალებამდე 6 საათით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: 

“აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით, რომლებსაც თქვენ თვითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით…

პოლიტიკაშიც რამდენი Fეიკია ბიძინა თუ წაიკითხავ ამ სმს იცოდე რო ძაალიან გაბოროტებული ძალაუფლებაზე შეყვარებული სვავი პროვინციელი ყლე ხარ(ისე სვავი ყველაზე მეტად გიხდება).” – წერია 23 წლის ახალგაზრდის  მიერ გავრცელებულ facebook პოსტში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები