0 9 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვასაძე: "გავწევთ პოლიციელებს, შიშველი ხელებით შევალთ კინოთეატრებში და ჩავშლით ამ სეანსებს"

ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩაშლის სამოქმედო გეგმაზე საუბრობს:

"8 ნოემბერს სერბეთში უნდა ვყოფილიყავი დედის სიწმინდისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მომხსენებელად. ორგანიზატორებს დიდი ბოდიში მოვუხადე დღეს თბილისში დავრჩი, რადგან თქვენთან ერთად კვლავ ვიბრძოლო ჩვენი სამშობლოს ზნეობრივი ტრადიციის დასაცავად. ჩემი აზრით, ჩვენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ ფილმის ჩვენება არც ერთ ამ კინოთეატრში.

ჩვენ შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში. შიშველი ხელებით შევდივართ კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს. შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას" 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები