0 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,შვილო ნიკააა, ვაიმე როგორ მეწვის ხორცი დედიიიი"- ვინ არიან ყვარელში ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

ყვა­რელ­ში ავა­რი­ას სამი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა, ერთი კი მძი­მედ და­შავ­და. "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მან­ქა­ნა­ნა ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო. ავ­ტო­მო­ბილ­ში 20-21 წლის ასა­კის 4 ახალ­გაზ­რდა იმ­ყო­ფე­ბო­და.

მათ­გან ერთი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ორი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე. რაც შე­ე­ხე­ბა და­შა­ვე­ბულს, იგი თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია და მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი - 22 წლის შოთა ხუ­ტუ­ნაშ­ვი­ლი, 17 წლის ნიკა აბუ­ლა­ძე და 22 წლის დი­მიტ­რი ასა­ბაშ­ვი­ლი სო­ფელ შილ­დი­დან იყ­ვნენ.

"- შვილო ნიკააა ვაიმე როგორ მეწვის ხორცები დედიიიი. რა ვქნა რა გავაკეთო შვილო... რა ვქნაააა.

- ვაიმე  შვილო რა უბედურ ვარსკვლავზე ყოფილხარ დაბადებული.სიტყვებს ვერ ვპოულობ შვილო რა ვთქვა შემოგევლოს დეიდამ. ჩემო შავ თვალებავ და დახატულო ბიჭო.ამ ცხოვრებაში თუ შენი ადგილი აღარ არის სამოთხეში აუცილებლად გექნება


- ჩემო დიდო ტკივილო. ბავშვობის საუკეთესო მოგობარო ვერ ვიჯერებ ღმერთოო", - წერენ დაღუპული ბიჭის ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები