1 9 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ავარია კახეთში - ერთი გარდაცვლილი და ორი მძიმედ დაშავებული

 კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი მძიმედ დაშავდა.

თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაშავებულებიც 23 წლამდე ახალგაზრდები არიან.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

წინასწარი ინფორმაციით, ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები