1 7 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საცხოვრებელ კორპუსებში გაზის დეტექტორების დაყენება, რომელიც კალაძემ რამდენიმე თვის წინ დააანონსა, წელს არ მოხდება

ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით კორპუსებში გაზის დეტექტორების დაყენება, რომელიც ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ დააანონსა, წელს არ მოხდება - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს. 

“მიმდინარეობს სამუშაო პროცესი ტექნიკურ რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ მომხმარებელი იყოს მაქსიმალურად დაცული, ბუნებრივი აირის მოწყობილობების მონტაჟი მოხდეს ლიცენზირებული, პროფესიონალი სპეციალისტების მიერ და განხორციელდეს მკაცრი კონტროლი გაზის არასწორი მოხმარებით გამოწვეული უბედური შემთხვევების პრევენციისთვის. ამ მიზნის მისაღწევად კერძო სექტორთან ერთად მუშავდება სხვადასხვა სქემები, მათ შორის დეტექტორების გამოყენების ვერსიაც. საბოლოო შედეგები ასახული იქნება ტექნიკური რეგლამენტის პროექტში “, - განაცხადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ კალაძე აცხადებდა, რომ რეგულაციები, რომელიც ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში ამოქმედდებოდა. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები