0 7 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ეს 30 წლის ნათია გოგალაძეა, რომელსაც ყოფილმა ქმარმა სამსახურში ჯერ ხელყუმბარა შეუგდო, შემდეგ კი სასიკვდილოდ დაჭრა

ხაშურში მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს სამსახურში ხელყუმბარა შეუგდო. ხელყუმბარა არ აფეთქდა, ამიტომ  ბრალდებულმა ირაკლი დეკანოიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და  30 წლის ნათია გოგალაძე დაჭრა. 

დაჭრილი ქალი მძიმე დაზიანებებით ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

 მათ 2 შვილი ჰყავთ. გავრცელებული ინფორმაციით,  ნათია მეუღლესთან განქორწინებას ოფიციალურად დღეს აპირებდა, სავარაუდოდ სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია მამაკაცის გაღიზიანება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები