0 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„რუსთავი 2“-მა ცოცხალი ადამიანი მკვდრად გამოაცხადა, შეცდომა კი „მთავარ არხს“ დააბრალეს

ქმრის მიერ მოკლული ქალის ფოტოების ნაცვლად, „რუსთავი 2“-მა ეთერში ცოცხალი ქალის ფოტოები აჩვენა. 

კერძოდ: ივანიშვილის რეჟიმის მიერ ოკუპირებულმა რუსთავი 2-მა ეთერში გაუშვა არა მოკლული ქალის, არამედ, ცოცხალი ადამიანის ფოტოები, რომელიც გარდაცვლილად გაასაღა. 

ცხადია, შეცდომისაგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა, რატომღაც ისე მოხდა რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი მედია-საშუალებების მეშვეობით, ეს ამბავი „მთავარ არხს“ დააბრალეს და „გაანიუსეს“.  

„კოლეგებო, დღეს სააგენტო კვირამ გაავრცელა ყალბი ახალი ამბავი მთავარ არხზე და ამ დრომდე არ ასწორებს ამ ინფორმაციას. 

იმის გამო რომ ვებ გვერდი არ გვაქვს, იქნებ დაგვეხმაროთ რეალური ინფორმაციის გავრცელებაში. 

შეცდომა დაუშვა სხვა ტელევიზიამ და ცოცხალი ადამიანის ფოტოები გადასცა სხვამ და არა მთავარმა არხმა“, - დაწერა სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ.

„ახლა ამ ფეიკი ამბისთვის ბოდიშს მოიხდით თუ რას გააკეთებ? არც ერთი სურათი ეთერში არ ყოფილა მთავარში და არც სახელი არ შეგვშლია. 

გადაახვიეთ და ნახეთ. ყალბი და დამახინჯებული ნიუსი, თქვენს მსგავსად ვინც გაავრცელა, გადახვევის ფუნქცია არსებობს და ნახეთ“, - ასე მიმართა ნოდარ მელაძემ სააგენტოს.

საბოლოოდ, ყალბი ინფორმაცია, სადაც „რუსთავი 2“-ის ნაცვლად „მთავარ არხს“ ადანაშაულებდნენ, საიტიდან წაიშალა. 

შეგახსენებთ რომ დღეს, ხაშურში 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მძიმედ დაჭრა. 

დაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. რეჟიმის მიერ ოკუპირებულმა „რუსთავი 2“-მა კი ეთერში მოკლულის ნაცვლად ცოცხალი ადამიანის ფოტოები აჩვენა.


წყარო: პრესა.ჯი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები