1 7 : 1 4
 | 

საზოგადოება

"300 დოლარს იხდიდი დიპლომი მოგქონდა" - რაზე ალაპარაკდა შალვა თადუმაძის თანაუნივერსიტეტელი

"300 დოლარს იხდიდი დიპლომი მოგქონდა" -სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ გენპროკურორის შალვა თადუმაძის დიპლომის საკითხს. სოცილაური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ხვიჩა ყალაბეგაშვილი წერს, რომ ის იმავე უნივერსიტეტში სწავლობდა სადაც თადუმაძე, "ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტში".

"მე ვსწავლობდი იმ უნივერსიტეტში პროკურორი თუ მოსამართლე თუ რაც არი, რომ სწავლობდა "ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტში" რომელიც სკოლაში იყო გახსნილი, 62-ე სკოლაში, მოსწავლეები რომ ამთავრებდნენ ჩვენ შევდიოდით. გამოცდებზე რომ მივედი რექტორი გადაირია სწავლა სექტემბერში იწყება და მაშინ მოდიო. არაფერს, საერთოდ არაფერს მანდ არ ასწავლიდნენ 300 დოლარს იხდიდი დიპლომი მოგქონდა. ერთ წელიწადში წამოვედი. მეეჭვება როდისმე სხვა ვითარება ყოფილიყო" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ხვიჩა ყალაბეგაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები