2 0 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქართველი მაშველები სამხრეთ აფრიკაში სპეციალურ მომზადების კურსს გადიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებიან, სადაც შახტებში სამაშველო ოპერაციების ორკვირიან წვრთნას გადიან.

სპეციალური მომზადების კურსი ქალაქ კარლეტონვილში, შახტების სამაშველო სერვისების მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიის ბაზაზე, ადგილობრივი რესურსებით, კადრებითა და აღჭურვილობით ტარდება. წვრთნის დასაწყისში, რვა ქართველმა მაშველმა გამოცდის პირველი ეტაპი წარმატებით ჩააბარა და უკვე ინტენსიური წვრთნები დაიწყო.

კურსის დაწყებასთან დაკავშირებით, კარლეტონვილში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი სამხრეთ აფრიკაში 17 ოქტომბერს დასრულდება. კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს, შახტებში სამაშველო ოპერაციების წარმოების მიმართულებით, მაღალ დონეზე მომზადებული სპეციალისტების პირველი ჯგუფი ეყოლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები