2 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ამ ბულინგის მთავარი მიზეზი ეროვნულ ფბ-ზე ნამდვილად მისი წარმომავლობაა"

მოქალაქე ნინუკა ბორჩხაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც "გუჩის" მოდელის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და წერს:

"გუჩის” მოდელის შესახებ: გააკეთეთ საკუთარი ბრენდი, გაუსწარით გაყიდვებით “გუჩის”, დაიმკვიდრეთ ბაზარზე უფრო მნიშვნელოვანი ადგილი და ნუ აიყვანთ ისეთ მოდელს, რომელიც არ მოგწონთ, გემახინჯებათ და თან სომეხია
( ამ ბულინგის მთავარი მიზეზი ეროვნულ ფბ-ზე ნამდვილად მისი წარმომავლობაა და ვერავინ გადამარწმუნებს ამაში)."

23 წლის სომეხმა გოგომ მილანის მოდის კვირეულზე, "გუჩის” 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. არმინე არუთიანი მაკიაჟისა და ვარცხნილობის გარეშე, თეთრ ხალათში შემოსილი წარსდგა ჩვენებაზე და სოციალური მედიის ყურადღებაც მიიპყრო. როგორც გოგონას მეგობრები წერენ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ არმინე მსოფლიო პოპულარობას მოიპოვებდა და ასეთი მაღალი მოდის პოდიუმზე წარსდგებოდა. სომხები ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ არმინეს გამოირჩეულად ბუნებრივი და ორიგინალური სილამაზე აქვს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები