2 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თუშეთის გზაზე 7 კაციანი ტურისტული ჯგუფი ხევში გადაიჩეხა - არის მსხვერპლი

კიდევ ერთი უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე. 7 კაციანი ტურისტული ჯგუფი, რომელიც ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, ხევში გადაიჩეხა. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა 1 ტურისტი. დანარჩენი დაშავებულების შესახებ, ჯერ-ჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.  

დაღუპული ხევიდან ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. 

 შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს 22-ე კმ-ზე, სწორედ იმ ადგილას მოხდა, სადაც რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა - სატვირთო მანქანა გზიდან გადაიჩეხა და 7 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები