0 4 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

ახმეტაში, ზემო ხოდაშენში 33 წლის მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ცხედარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში ცხოვრობდა და ძმასთან ერთად სოფელ კოღოთოში, ერთ-ერთ საოჯაო სასტუმროში მშენებლობაზე მუშაობდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შემთხვევის ადგილზე ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის, ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები