0 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ამინდი ისევ გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. მათი ინფორმაციით, 21-22 სექტემრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის დაკლება, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები