2 0 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“

„შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“და presa.ge-ს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა, რომლის თანახმადაც შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს“ დაეკისრა არასწორი და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა. საინფორმაციო სააგენტო presa.ge ბოდიშს უხდის„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დასაზოგადოებას 2019 წლის 31 იანვარს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის.  

 ვადასტურებთ, რომ presa.ge-ს მიერ 2019 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებული სტატია სათაურით - "საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ" - ფეკალიები სასმელ წყალში" არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაცია მყისიერად გავრცელდა სხვა სააგენტოების და სოციალური ქსელის მეშვეობით, რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.  

კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს საზოგადოებას და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, რადგან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებული სინჯებით დადასტურებულ იქნა, რომ 31 იანვარს თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებსა დაეროვნული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა “presa.ge-ს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში2019 წლის 2 აპრილს შეიტანა, presa.ge-ს მიერ "საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ" - ფეკალიები სასმელ წყალში” სათაურით გავრცელებული სტატიის გამო, სადაც ითხოვდა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების საჯაროდ უარყოფასა და აღნიშნულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას“.

მსგავსი სიახლეები