0 2 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მე ექიმის გადაცდომას ვერ ვხედავ" - 18 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ, საავადმყოფოს წარმომადგენელი პირველ კომენტარს აკეთებს

18 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა, რომელიც ორგანიზმში ნოვოკაინის შეყვანისთანავე განვითარდა. ამის შესახებ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ განაცხადა.

"სამწუხარო შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა 18 წლის გოგონა. გეგმიურ ოპერაციაზე, ოპერაციის დაწყებამდე. ანესთეზიის შეყვანისთანავე განვითარდა მძიმე ანაფილაქსიური შოკი. მდგომარეობიდან გოგონას გამოყვანა ვერ მოხერხდა მიუხედავად დიდი მცდელობისა. ოპერაცია დაწყებული არ იყო, წინასწარ სინჯი რა თქმა უნდა, გაკეთდა. ოჯახის წევრებმაც იციან, რომ გაკეთდა. ნახეს თვითონაც, რომ არაფერზე რეაქცია არ ჰქონდა. სინჯის შედეგებს ვაჩვენებთ ხოლმე ყოველთვის ოჯახის წევრებს.

არ არსებობს გარანტია, რომ შოკი არ განვითარდება. ამის გარანტია რომ არსებობდეს, ეს დაავადება არ იარსებებს საერთოდ.

მე ექიმის გადაცდომას ვერ ვხედავ. დიდ ხანს გაგრძელდა რეანიმაცია, შედეგიც იყო შუალედში, მაგრამ ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა და საბოლოოდ გული გაჩერდა.

უშუალოდ ნოვოკაინის შეყვანაზე დაეწყო შოკი. პირდაპირ ნემსის შეყვანისთანავე დაიწყო ეს ამბავი. პირველივე წვეთიდან. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა ეს ამბავი", - განაცხადა დავით გოგოძემ.

შეგახსენებთ, გოგონას რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები