1 0 : 0 7
 | 

საზოგადოება

16 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - დღე სასიამოვნო სიახლით დაიწყება. პოზიტიური ცვლილება გელით სამსახურში/სასწავლებელში. ენერგიის მომატებას იგრძნობთ და რთულ საქმეებსაც მარტივად გაუმკლავდებით.

კურო - დღეს საინტერესო და უჩვეულო ადამიანებს გაიცნობთ. სამსახურში მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. ყველა საქმეს მარტივად გაართმევთ თავს, თუ მოინდომებთ.

ტყუპი - ახალ სიყვარულს შეიძლება სამსახურში ან სასწავლეებლში შეხვდეთ. ნუ ეძებთ იდეალებს. მიიღეთ ადამიანი ისეთი, როგორიც რეალურადაა. ნუ მოგერიდებათ პირადი გრძნობების გამოხატვის.

კირჩხიბი - დილიდან უსიამოვნებების მოგვარებით იქნებით დაკავებული. შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თავგადასავალში აგიყოლიებთ. საღამო ნათესავებთან ერთად, მყუდრო და გემრიელ გარემოში გაატარეთ.

ლომი - საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, ახალი საქმიანი პარტნიორები და მომხრეები გამოგიჩნდებიან. დღეს დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარდება.

ქალწული - დღეს საკუთარი ნათქვამი საქმით უნდა დაამტკიცოთ. თქვენ გაქვთ ყველა იარაღი, რომ სამყარო გააუმჯობესოთ. ზოგიერთს სასიყვარულო პარტნიორისგან რომანტიკული სიურპრიზი ელის.

სასწორი - შემთხვევით მოსმენილმა სიმღერამ შეიძლება სენტიმენტალურ განწყობაზე დაგაყენოთ. საღამო კი სკოლის მეგობარი გეწვიოთ. მოიწესრიგეთ ფიქრები. ეცადეთ, ყველას გამო არ ინერვიულოთ.

მორიელი - -0:07შეხვდით საქმიან პარტნიორებს და მეგობრულ გარემოში განიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები. ზოგიერთს დაწინაურება, ჯგუფის ლიდერად დანიშვნა ელის. რთულ საკითხებსაც მარტივად გაართმევთ თავს.

მშვილდოსანი - აუჩქარებლად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. თუ თავად გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რჩევა ნათესავებს ჰკითხეთ.

თხის რქა - დღეს ყველა უსიამოვნებას მშვიდობიანად მოაგვარებთ. იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური, განსაკუთრებით საკამათო სიტუაციაში. წარმატებას მიაღწევთ და ლიდერის როლს დაიკავებთ.

მერწყული - საკუთარ თავს გარკვეული ჩარჩოები უნდა დაუწესოთ. ნუ გაფლანგავთ ფულს და ნუ დახარჯავთ დროს ტყუილ საქმეებზე. ოპერატიულად გაუმკლავდებით საკუთარ ვალდებულებებს.

თევზები - დღეს აუცილებელია, დადებითი გავლენა მოახდინოთ ახლობლებზე. რაც უფრო მეტი მხარდაჭერა და დახმარება გექნებათ, მით მეტ სასიკეთო საქმეს გააკეთებთ. თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ, ნუ შეგეშინდებათ გარისკვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები