1 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"გთხოვთ, დამიბრუნეთ ჩემი გარდაცვლილი შვილის ტელეფონი" - შვილმკვდარი დედის ემოციური მიმართვა

შვილმკვდარი დედა გორში დაკარგულ ტელეფონს ეძებს. როგორც ელენა აწკარუნაშვილი „დიანიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მობილურ ტელეფონში მისი გარდაცვლილი შვილის ვიდეოებს, ფოტოებს და სმს-ებს ინახავდა. 

როგორც შვილმკვდარი დედა ამბობს, ტელეკომუნიკაციის მოწყობილობა იმ დროს დაკარგა, როდესაც იგი თამარ მეფის ქუჩიდან, გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებოდა. შვილმკვდარი დედა თხოვნით მიმართავს იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული ტელეფონი იპოვა და დაბრუნებას სთხოვს. 

როგორც აწკარუნაშვილი აცხადებს აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართა პოლიციას, სადაც დამატებით დეტალებს ვარკვევთ.

 „ზუსტად არ მახსოვს #13 ან #18 სამარშუტო ტაქსში ვიჯექი, მაშინ, როდესაც ჩანთის წინა ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და კალთაში ჩავიდე, ფულს ვეძებდი. სწორედ ამ დროს დავკარგე ტელეფონი, რომელიც ჩემთვის არა მატერიაური თვალსაზრისით, არამედ იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილის ფოტოებს და ვიდეოებს ვინახავდი. ყველას ძალიან ვთხოვ, გთხოვთ, თუ ვინმემ იპოვეთ ეს ტელეფონი დამიბრუნეთ, ამ ტელეფონის ფასეულობა დიდია, რადგან ჩემი გარდაცვლილი შვილის ფოტოებია, ვიდეოებია სმს-ებია შიგნით ჩაწერილი. ყველა სამარშუტო ტაქსში გავაკარი განცხადებები იმ იმედით, რომ გამოჩნდება ის კეთილი ადამიანი, რომელმაც ჩემი ტელეფონი იპოვა“, - აცხადებს ელენა აწკარუნაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები