0 8 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მუხლმოდრეკილი გევედრებით გადამარჩინეთ – მარტოხელა დედის სულისშემძვრელი მიმართვა

სოციალურ ქსელში მრავალშვილიანი დედა სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს. ის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. 

„გთხოვთ,წაიკითხეთ ბოლომდე.ძალიან მძიმე და მტკივნეულია ახლა ამის წერა ჩემთვის,მაგრამ როდესაც 3 პატარა დგას ჩემს უკან ვივიწყებ თავმოყვარეობას, ვივიწყებ ჩემს თავს და გთხოვთ დახმარებას.  მუხლმოდრეკილი გევედრებით გადამარჩინოთ ამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი.

ვარ 3 შვილის მარტოხელა დედა, რომელმაც ვერ გაუძლო მუდმივ ცემას, უბედურებას, შვილების შიშს და დარჩა მარტო ქუჩაში ყველანაირი შემოსავლის გარეშე. წელიწადია მოვდივარ კეთილი ხალხის შემწეობით, ბევრჯერ მეზობლის გადაგდებული პური გვიჭამია, ბევრჯერ ტირილში გაგვითენებია, მაგრამ შვილს ვერ გავყიდი, ვერც გავაშვილებ, ვერც ბავშვთა სახლში გავუშვებ პირადი გამოცდილება მაქვს ამ ტკივილის. უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი დედა გევედრებით დახმარებას.

პატარა საოპერაციო მყავს და სისუსტის გამო ვერ უტარდება.ბინას 4 რიცხვში მაცლევინებენ და კაპიკიც კი არ მაქვს რომ ბინაში შევიდე.სოციალური შემიჩერდა ისევ მეპატრონიდან გამომდინარე. კატასტროფის წინაშე მყოფი დედა მუხლებზე გიდგებით, ისე გთხოვთ შველას. ჩვენი მისამართია ზემო მე-4 პლატო, კორპუსი 1,  მე-6 სართული. ბევრი ადამიანი ნამყოფია ჩვენთან გადამამოწმეთ, ჩვენთვის ყველა სახის დახმარება მნიშვნელოვანია. დამეხმარეთ გევედრებით. 

ეს ჩემი თიბისი ბანკის ანგარიშის ნომერია GE62TB7576045061100067 ერთი თეთრიც კი მნიშვნელოვანია.

ნუ გამკიცხავთ ვისაც რითი შეგიძლიათ დამიდექით გვერდში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები