1 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ფორსაჟი 9"–ის გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

ჰოლივუდური ბლოკბასტერის "ფორსაჟი 9"–ის ეპიზოდების გადაღებებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნამდე" გადაკეტილია. შეზღუდვები 4 სექტემბრის 00:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მათი ცნობით, რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ასევე ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც. აღნიშნულ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. 

"რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედანთან დასაკავშირებლად კერძო ტრანსპორტი გაივლის მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩისკენ აუხვევს. 

ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩის, ასევე თაბუკაშვილის ქუჩის გავლითაც. 

დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N124 და N150, ასევე, მიკროავტობუსები N2, N19, N31, N41, N64, N72, N120, N133, 137, N141, N145 და N170 რუსთაველის გამზირიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩაუხვევენ, საიდანაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებითაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩით იმოძრავებენ. 

ავტობუსები N20 და N23, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის გავლით გია ჭანტურიას ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნისკენ მოძრაობენ, მოტრიალდებიან თავისუფლების მოედანზე, ბარათაშვილის ხიდით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ, რის შემდეგაც გაივლიან ხეთაგუროვის ქუჩას და ზაარბრიუკენის მოედანს დაუკავშირდებიან. რაც შეეხება N6, N10, N15, N118, N140 და N149 მიკროავტობუსებს, ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე შეუხვევენ, ჭანტურიას ქუჩის გავლით ათონელის ქუჩას დაუკავშირდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ", – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები