,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
|
ნოდარ მელაძე "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სალიას გადაწყვეტილებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მელაძის თქმით, გათავისუფლების შესახებ პაატა სალიამ მას ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აცნობა.
„დღეს პაატა სალიამ დამიძახა და მითხრა, ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, რომ მე ვარ გათავისუფლებული სამსახურიდან და ეს არის ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება. ეს არ იყო, რა თქმა უნდა, დღეს მიღებული გადაწყვეტილება, უბრალოდ ისინი ეძებდნენ საბაბს და ძალიან ინტენსიურად, რომ მიეღოთ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, თუმცა, ძალიან გაუჭირდათ ამ საბაბის მოძებნა," - განაცხადა მელაძემ.
მელაძის განცხადებით, ქიბარ ხალვაშის სახელზე ტელევიზიის გადაფორმებიდან ორ კვირაში მას ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი შეხვდა და თანამშრომლობა შეთავაზა, რაზეც მან უარი უთხრა.
"ორი კვირის წინ ქიბარ ხალვაშის სახელზე ტელევიზიის გადაფორმებიდან ზუსტად ორ კვირაში, ჩემთან ჰქონდათ შეხვედრა და ამის შესახებ "კურიერის" ნიუსრუმში ჟურნალისტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, ჩემთან ჰქონდათ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელს, რომელიც იყო პირდაპირ კავშირზე, მისი პოზიცია იყო, რომ არ უნდათ "რუსთავი 2-ისგან" "იმედის" გაკეთება და კრიტიკის რაღაც დოზა "კურიერში" დარჩება. მე თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ და გააგრძელებდი მუშაობას "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად, უბრალოდ, უნდა მიმეცა მათთვის საკომუნიკაციო არხი, იქნებოდა ადამიანი, ეს არ იქნებოდა არც ლაშა ნაცვლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს მართავს სახელისუფლებო მედიას, იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ექნებოდა ჩემთან კომუნიკაცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და კონკრეტული თემატიკა ამ ადამიანთან კონსულტაციის და ამ ადამიანის გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა დამეგეგმა. "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გეგმავს აბსოლუტურად ყველა გამოშვებას და შესაბამისად, მას მიუწვდება ხელი ყველა გამოშვებაზე და ყველა რეპორტაჟზე. აქედან გამომდინარე, მათთვის ძალიან მარტივი გამოსავალი ექნებოდათ მათ, თუ მე დავთანხმებოდი ამ წინადადებას, დაარქმევდნენ ოფიციალურად, რომ მე ვარ ისევ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, მაშასადამე არ შეიცვლებოდა სარედაქციო პოლიტიკა, თუმცა, ჩამოიწეოდა „ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი“. მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცებასთან და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება, იმიტომ, რომ ის თავად ებრძვის ქურდებს ბიუჯეტის, თუმცა, იყო რაღაც თემები, რომელსაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით. მე ამ წინადადებაზე მათ ვუთხარი, რა თქმა უნდა, არა“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
ნოდარ მელაძის თქმით, ის "რუსთავი 2-ში" თავდაუზოგავად მუშაობდა, რაზეც არსებული რეიტინგები მეტყველებს.
„ერთი თვე და ორი დღე მოვახერხეთ, პირადად მე მოვახერხე, რომ შემენარჩუნებინა კურიერი ისევ ისეთი, როგორიც იყო. ორი წელი და რამდენიმე თვე ვიმუშავე რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად და არასრული 6 წელი რუსთავი 2-ში და ეს არის ჩემთვის ყველაზე საამაყო პერიოდი ჩემს სატელევიზიო კარიერაში. მაშინ, როდესაც ვხელმძღვანელობდი კურიერს, ბოლო ორი წლის და რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი ჩემი ენერგია, დრო, ჩავდე იმაში, რომ კურიერი ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის, ნომერ პირველი საინფორმაციო გამოშვება საქართველოში. სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იყო კურიერის ისტორიის პიკური რეიტინგები, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ ვქნიდით პროდუქტს, რომელიც საზოგადოების მოწონებას და ნდობას იმსახურებდა“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია "საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა (ბაია) ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები