2 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნიკა გვარამიას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

დაუმძიმდება თუ არა ბრალი ნიკა გვარამიას - "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი მისთვის წაყენებულ ახალ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მას კანონი არ დაურღვევია.

პაატა სალია მის წინამორბედს არქივის უკანონოდ გასხვისებასა და წლების განმავლობაში კომპანიის მიზანმიმართულად გაკოტრების მცდელობაში ადანაშაულებს. 

„არქივის გაყიდვა თუ ადამიანს დანაშაული ჰგონია, ჯერ შეისწავლოს რამდენჯერ არის გაყიდული "რუსთავი2"-ში, მერე სხვა ტელევიზიებს ჰკითხოს ყიდიან, თუ არა. ადამიანს არ ესმის სად იმყოფება, რა ბიზნესია ეს, არც კომპანია არ ესმის ბიზნესის თვალსაზრისით და არც ინდუსტრია არ ესმის ტელევიზიის. ვლაპარაკობთ ახლა ქიბარ ხალვაშის, გაუგონარი ნაძირლის რაღაცა პირად იურისტზე, რომელიც აკადრა "რუსთავი2"-ს და საკუთარი პირადი რაღაც ადიუტანტი, რომელიც 27 კომპანია აქვს თუ რაღაც დაფუძნებული და ყველგან ეს კაცია არის დირექტორი, აი, ეს აკადრა რუსთავი2-ს და დაუნიშნა. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რაც უნდა ის შეიტანოს და რაც უნდა ის გააკეთოს, ფაქტი არის ერთი, ჩემს დროს რუსთავი2 მუშაობდა, მის დროს "რუსთავი2" დაიხურა. ეს არი ისტორიული ფაქტი, სალია თავის ქიბარ ხალვაშიანადისტორიაში შევლენ როგორც "რუსთავი2"-ის ჯალათები,“- განაცხადა გვარამიამ.

სალია საჩივრის შეტანას სასამართლოში გეგმავს.განცხადება ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, გუშინ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, ტელევიზიაში არის ბევრი სხვა საკითხიც რომელიც ჯერ ისევ მოსაგვარებელია - მათ შორის არის კონტრაქტების თემაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები