1 7 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

აქცია სვანეთში - უშგულში თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური

ჩამოტვირთვა

უნიკალური სვანური კოშკები ინგრევა - ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად კი მოსახლეობა იძულებულია გზები გადაკეტოს. უშგულში მოსახლეობამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც რამდენიმე დღის წინ იქ კიდევ ერთი მრავალსაუკუნოვანი ნაგებობა ჩამოიშალა, თუმცა შესაბამისი უწყებების მხრიდან არავინ დაინტერესებულა არც მიზეზებით, და არც იმით, თუ როგორო უნდა გადავარჩინოთ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა.

მდგომარეობა კი საგანგაშოა. ადგილობრივების თქმით, სვანური კოშკები ნადგურდება, რომელთა გადასარჩენად მოსახლეობას არც რესურსი აქვს და არც ცოდნა. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ადგილზე სპეციალისტების გაგზავნას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, არაერთი დაპირების მიუხედავად მათთან არავინ მისულა. მათივე თქმით, საპროტესტო აქცია გაგრძელდება იქამდე, სანამ ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას არ დაიწყებს.  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები