ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
|
2010 წელს გერმანიაში გაფორმებული დოკუმენტი და ქიბარ ხალვაშის სადაო ხელმოწერა - ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ცნობილია. დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოსაკვლევი ხელმოწერა შეთანხმებაზე შესრულებულია არა ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ.
საქმე ეხება დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ირაკლი ოქრუაშვილის „რუსთავი2“ -ის წილებზე დაობს.
„გამოსაკვლევი ხელმოწერის გამომუშავების ხარისხი საშუალოზე მაღალია. ასოების ზომა დიდი, გაქანება საშუალო და დიდი, უმნიშვნელოდ მარჯვნივ დახრილი, დაწოლის ძალა საშუალო დიფერენცირებული, ხელმოწერის ფუძის ხაზის ფორმა სწორხაზოვანი, მიმართულება აღმავალი.
აღნიშნული ხელმოწერის გამოკვლევითა და შედარებით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერებთან, დადგენილი იქნა განსხვავებები ზომასა და გაქანებაში და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში:
ასო „შ“ -ს შესრულებისას გამოსაკვლევი ნიმუშებისაგან განსხვავებით გამარტივებულია მესამე ელემენტი.
- მოძრაობის ფორმა ასო „ქ“-ს მეორე ელემენტის საწყისი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით უკუქცევით-სწორხაზოვანი.
- მოძრაობის ფორმა და მიმართულება ასო „ქ“-ს პირველი ელემენტის დამამთავრებელი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით კუთხოვანი მიმართული მარცხნივ,“-ნათქვამია დოკუმენტში.
ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ექსპერტიზის შედეგებს ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები გამოეხმაურნენ.
კოტე კემულარია ამბობს, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა და ეს ყველაფერი ოქრუაშვილის მიერ "რუსთავი 2"-ის წილებზე პრეტენზიის გამოთქმას უკავშირდება.
„ბოლოს და ბოლოს გახარიას ექპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე თითქოს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის. ეს დასკვნა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ არის ნახევარგვერდიანი, ანუ ძალიან ზედაპირულად ექსპერტი წერს, რომ ასო „ვ“ და ასო „შ“ თურმე თავის დახრილობით და ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვაწყდებით ქიბარ ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებში და ეს იძლევა თურმე კატეგორიული დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს ხელმოწერა ხალვაშის მიერ არ არის შესრულებული,“ - ამბობს კოტე კემულარიამ.
კემულარიამ ხელისუფლებას მიმართა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა.„ამით არაფერი არ მთავრდება, ეს ინსტიტუტებს აყენებს დიდ დარტყმას, მაგრამ ეს პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რის გამოც არის ირაკლი ოქრუაშვილი დაპატიმრებული, „რუსთავი 2-ის“ ჩაქრობის სურვილის გამო, როდესაც მან აუწია წინააღმდეგობა, როდესაც მან თქვა, რომ ჟურნალისტების ხელში მოექცეოდა საკუთრების ის წილები, რომელიც დღეს, პრაქტიკულად, ქიბარ ხალვაშს ანუ ბიძინა ივანიშვილს უბრუნდება ისე, ამის გამოა ის დაპატიმრებული, ამას მოჰყვა ის, რომ დღეს „ტვ პირველს“ უტევენ, ამას მოჰყვა ის, რომ დააპატიმრეს 20 ივნისის ღამეს გულანთებული ახალგაზრდები,“ - ამბობს კემულარია.
ოქრუაშვილის მტკიცებით, დოკუმენტი ადასტურებს, რომ „რუსთავი2“ არა ქიბარ ხალვაშს არამედ მას ეკუთვნის, რასაც 2010 წლის 4 თებერვალს გერმანიაში შედგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა ადასტურებს.
კვლევის ობიექტს სწორედ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობა წარმოადგენდა.
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები