0 5 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნიდერლანდებიდან შემოტანილ 28000 კგ. ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა აღმოჩნდა

ფოთში ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, სალმონელა გამოვლინდა.

"6 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნიდერლანდების სამეფოდან შემოტანილი 28000 კგ. ქათმის გაყინული ხორცის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, სალმონელა გამოვლინდა.

აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა,"-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები