0 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ხაზარაძე პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფო მანქანა არა მის წინააღმდეგ, არამედ ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგ მოქმედებს

ამ ქაოსში არაფერს გამოვრიცხავ, მზად ვარ ყველაფრისთვის, ამ ქალაქში გავიზარდე და ბევრი რამ მინახავს - მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მივიდა. მისი თქმით, მზად არის, იმდენჯერ მივიდეს პროკურატურაში, რამდენჯერაც დაიბარებენ, რადგან ის კანონმორჩილია.

ხაზარაძე პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფო მანქანა არა მის წინააღმდეგ, არამედ ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგ მოქმედებს.

„მინდა, გითხრათ, რომ სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენ წინააღმდეგ, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, გრძელდება, ეს ყველაფერი არის მიმართული ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად.

იცით, რომ ანალოგიური ვითარება იყო იანვარშიც. ამ შემოტევამ მოგვაყენა საკმაოდ დიდი ზიანი, როგორც ბანკის სააერთაშორისო აქციონერებს, ასევე ანაკლიის პროექტის მოლაპარაკებას, 6 თვე დასჭირდა დასტაბილურებამ, ინვესტორების უკან შემოტრიალებას, ასევე ჩვენს ხელახლა არჩევას ლონდონში აქციონერთა კრებაზე. გუშინ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია, საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არ არის. თუ ვინმეს ანაკლიის პროექტი მამუკა ხაზარაძის პროექტი ჰგონია, ძალიან ცდება," - აცხადებს ხაზარაძე.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები