1 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ჩაქრობის დროს მეხანძრე დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტის  სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ჩაქრობის დროს მეხანძრე-მაშველი, გელა მელიქიძე  ჩამოვარდა და ის სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 50 წლამდე მამაკაცი მეხანძრე-მაშველად 20 წელზე მეტია მუშაობდა.

მან დაზიანებები თავის არეში მიიღო, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ხანძარი 5-ოთახიან სახლში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები