1 2 : 3 0
 | 

საზოგადოება

„შეიძლება ჩემი შეცდომა იყო ისეთი, რასაც ჯერ სახელი ვერ დავარქვი“ – ნინო ქათამაძე „ინსაითთან“ და რუსეთთან გაწყვეტილ ურთიერთობაზე

ნინო ქათამაძე საქართველოშია და დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადება, რომელიც ბათუმში კონცერტით უნდა, რომ აღნიშნოს. ბოლო რამდენიმე წელია  ეს ტრადიციად აქცია – 21 აგვისტოს ნინოს კონცერტი იმართება, სადაც მისი მუსიკოსი მეგობრებიც ექსპრომტად მონაწილეობენ.  

ჯერ ლოკაცია არ იცის, სად ჩაატრებს კონცერტს. განწყობა გამოუკეთდა… „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად განაცხადა, თუ რას ელოდება ამ დღეს. 

ნინო ქათამაძე: – 21 აგვისტოს ყოველთვის ჩამოდის სტუმარი. ნიკა რაჭველმა ისე იცის თავზე დადგომა, რომ არ ველოდები ხოლმე. სიურპრიზს ყოველთვის მიწყობენ. ველოდები ჩემს საოცარ მეგობარს ერევნიდან, რომელიც, ჩემი აზრით, პიანისტებში მსოფლიო ათეულშია. ეს არის ვაჰათ კარაპეტიანი. ეგებ ჩემს „ინსაითსაც“ გაუღვივდეს ძველი სიყვარული და მოვიდნენ. ვნახოთ, რა იქნება. 

– ნინო, რა ხდება, გვითხარი, „ინსაითთან“ აღარ თანამშრომლობთ?

– ვიფიქრე, რომ „ინსაითთან“ პაუზა ამეღო, რადგან სხვადასხვანაირად მოგვესინჯა ჩვენი ძალები. ასეა დეკემბრის ბოლოდან.

– უთანხმოების საფუძველზე დაიშალეთ?

– არა, უთანხმოება არ ყოფილა. გულწრფელად გეტყვით, ახლაც ძიების პროცესში ვარ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო თუ – არასწორი. ბევრი რამ მოხდა ისეთი, რამაც აჩვენა, რომ ასე დიდი  გამოცდილება მივიღე. სხვადასხვა მუსიკოსებთან მქონდა კოლაბორაციები. „არტ გენის“ კონცერტზე ვთხოვე მათ, რომ ჩვენი თაყვანისმცემლებისთვის ერთად გვემღერა, თუმცა მათგან უარი მივიღე. ძალიან საყვარელი და უმაგრესი მუსიკოსები არიან. შეიძლება ჩემი შეცდომა იყო, რასაც ჯერ სახელი ვერ დავარქვი. 

– ეს დროებითი გათიშვა თქვენი ინიციატივით მოხდა?

– ორივე მხარის ინიციატივით. ოცწლიანი ურთიერთობა და სცენაზე 15 წლიანი თანაცხოვრება ძალიან დიდი პერიოდია. ჩვენ რომ გვქონდეს იმის ფუფუნება, რომ ევროპაში ვცხოვრობდეთ, სხვა მხრივ სტაბილურად ვიყოთ, ერთი წელი დასვენების საშუალება გვექნებოდა. მაგრამ აქ სოციალური მდგომარეობა და გარესამყაროც გვიშლის ხელს ვიყოთ ბოლომდე თავისუფლები. ვგიჟდები მათზე, მადლიერი ვარ ყოველი განვლილი წუთის. კიდევ ვამბობ, ძალიან მინდოდა ჩვენი მსმენელი გაგვეხარებინა. მაგრამ… ასე არ მოხდა.

– ნინო, მინდა გკითხოთ, ხომ არ გაქვთ ერთგვარი გულისწყვეტა იმაზე, რომ რუსეთში კონცერტები გააუქმეთ და იქაური განწყობებით თუ ვიმსჯელებთ, აღარ ჩაგესვლებათ.

– გულწრფელად გეტყვით, მე იმ ადამიანებთან სუფთა ურთიერთობა მქონდა, მილიონობით ადამიანს ველაპარაკებოდი ჩვენს ცხოვრებაზე, პოლიტიკურ მდგომარეობაზე, ფრთხილად და ღირსეულად, გავარკვიე, რომ საერთო ფასეულობაც შეიძლება გვქონდეს… მქონდა იმის საშუალება, მელაპარაკა ის, რაც ტელევიზორში არასდროს ისმინება. ეს იყო ჩემთვის ძალიან მტკივნეული. მე გამომეცალა საშუალება  იმ სამყაროში, სადაც ნაკლებად იცნობენ ჩვენს დღევანდელობას, ვილაპარაკო ჩვენზე. მე ხომ ერთი წლით ადრე ვგეგმავ კონცერტებს. ყოველთვის რთული მოვნელები ხდებოდა შუალედებში. ტატუნაშვილის შემდეგ რუსეთში სცენაზე რომ გამოვედი, ტირილისგან ვერ გავჩერდი, მრცხვენოდა. მრცხვენოდა არ იმისი, რომ რუს მსმენელს შევხვდი, არამედ იმისი, რომ მე ჩვენს ტკივილზე და ამავე დროს სიყვარულზე უნდა მელაპარაკა. ძალიან მრცხვენოდა საკუთარი თავის. ბოდიშებიც დამაბრალეს. სიყვარულისთვის ბოდიშებს არ იხდიან, ჩემო ძვირფასო. იმ ადამიანებთან ბევრი სხვადასხვა ფასეულობა გვქონდა, მაგრამ ვცდილობდით ეს ყველაფერი საერთო გამხდარიყო. გული მტკივა. ისინი მიყვარდა და მიყვარს. ყველა ერს ჰყავს ღირსეული ადამიანები. იქ ძალიან რთულია ჯანსაღი აზრი ხმამაღლა დააფიქსირო. ეს საშუალება რომ აღარ მაქვს, საწყენია…“

შეგახსენებთ, რომ ნინო ქათამაძემ 20 ივნისის აქციის შემდეგ რუსეთში ჯაზ-ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ის ბულინგის მსხვერპლი გახდა და სანამ პოზიციის დასაფიქსირებლად გამოჩნდებოდა, ძალიან ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებდნენ. მერე აქციაზე გამოჩნდა და განაცხადა, რომ რუსეთში აღარასდროს იმღერებდა. ამას, ბუნებრივია, რუსული მხარის გაღიზიანება მოჰყვა. 

რუსეთის ფედერაციის სათათბირო საბჭოს მრჩეველი ალექსეი პუშკოვის ინიციატივით, ქართველ მომღერალს, ნინო ქათამაძეს, „რუსოფობიური განცხადებების“ გამო, რუსეთში ჩასვლა უნდა შეეზღუდოს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.

„ჩემი აზრით, ქათამაძის განცხადება, რომელიც ამტკიცებს, რომ მას სძულს რუსეთი, თუმცა ამავე დროს, ჩამოდის აქ კონცერტებში მონაწილეობისთვის და ფულის გამოსამუშავებლად, ამორალური, ცინიკურია. ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზებდით მასზე რუსეთის ფედერაციაში ჩასვლასთან დაკავშირებული შემზღუდავი ზომების გავრცელებას“, – ამის შესახებ ალექსეი პუშკოვმა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
primetime.ge

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 23:36

    17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი არასტანდარტული იდეების განხორციელების დღეა. მშვიდად განიხილეთ ოჯახის წევრებთან პრობლემური საკითხები. ზოგიერთს შემოქმედებითი იდეების განხილვის საშუალება მიეცემა; ზოგსაც შვებულების ორიგინალურ...

  • 11:56

    ეს არის სიბრიყვე, ვის ატყუებთ? - არქიმანდრიტი ილარ...

    დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონი ხელისუფლებას უმოქმედობაში და საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს. არქიმანდრიტი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ აზერბაი...

  • 11:33

    გლდანში ”სპარის” მაღაზია დააყაჩაღეს...

    ყაჩაღობა თბილისში - გლდანში, გვიან ღამით მაღაზიათა ქსელი ”სპარის” ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს.წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელმა მაღაზიიდან 200 ლარი გაიტაცა და მიიმალა. თანამშრომლებმა მომხდარის დეტა...

  • 01:19

    "სისხლიანი ჯალათის ბრძანებით ხალხს თვალები დათხარე...

    "სისხლიანი ჯალათის ბრძანებით ხალხს თვალები დათხარეს და დააკავეს სოციალურ ქსელში ვიდეოს განთავსების გამო..ხელისუფლება, თქვენ მართლა შიგ ხო არ გაქვთ? " - ამის შესახებ ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი, გი...

  • 23:49

    16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი ზედმეტად მგრძნობიარე და დაბნეული ხართ და ეცადეთ, ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადოთ. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. კურონუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. გააუმ...

  • 19:23

    ვინ არის მაშველი, რომელიც სოფელ ყარაჯალაში ხანძრის...

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლში ხანძრის ქრობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი 51 წლის გელა მიქელაძეა. იგი სახანძრო სამსახურში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა. "შინაგა...

  • 19:08

    სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ჩაქრობის დროს მეხანძრე და...

    თელავის მუნიციპალიტეტის  სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ჩაქრობის დროს მეხანძრე-მაშველი, გელა მელიქიძე  ჩამოვარდა და ის სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 50 წლამდე მამაკაცი მეხანძ...