0 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა

“რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ, გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს. 

„რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანომ, საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს გადაცემა პოსტ სკრიპტუმში, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა. თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით, ეს შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყვას. გადაწყვეტილების დასაბუთებული ტექსტი გამოქვეყნდება მოგვიანებით „რუსთავი 2“-ის ვებ-გვერდზე“, - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები