1 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ია მეტრეველი:"მეტი გახარია საქართველოს მთავრობაში.. ქვეყნის სიმდიდრე და სიამაყეა"

 "მეტი გახარია საქართველოს მთავრობაში.. ქვეყნის სიმდიდრე და სიამაყეა" - ამ სამარცხვინო სტატუსებს  მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას უძღვნის, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ გახარიას ბრძანებით, 20 ივნისის საღამოს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ახალგაზრდები დაარბიეს და მათ რეზინის ტყვიები დამიზნებით ესროლეს.. უფრო მეტიც, ზოგს ზურგი "გაუხვრიტეს" ,  18 წლის გოგო კი, თვალის გარეშე დატოვეს..

  ია მეტრეველი, უკვე დიდი ხანია, რაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რიგებშია  და პარტიული მოწოდებებითაც ხშირად გამოირჩევა. ის განსაკუთრებით მაშინ აქტიურდება, როცა  მმართველი პარტია კრიზისის წინაშეა. 

 სხვადასხვა ლოზუნგებით, მოწოდებებით, კონტრ-აქციებით, ია მეტრეველი  ცდილობს  ყურადღება მიიქციოს და საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, თუ როგორი კარგი ხელისუფლება გვყავს დღეს..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები