0 0 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა - სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

180-მდე მეხანძრე-მაშველი და მეტყევე სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ცეცხლს გვიან ღამემდე ებძროდა. ღამითვე მოხერხდა ორივე კერის ლოკალიზება. ხანძრის კერების გავრცელების თავიდან ასაცილებლად მაშველები და მეხანძრეები ადგილზე მთელი ღამე დარჩნენ.

"ერთ-ერთ კერაზე არის ცუდი რელიეფი, რის გამოც გართულდა წყლის მიწოდება, შემდეგ დაგვეხმარა უკვე ევრტმფრენი, რამაც უკვე გაგვიმარტივა ხანძრის ქრობა,"-აცხადებს სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე, ანდრეა ქუჯაიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები