1 1 : 3 4
 | 

საზოგადოება

კოსტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა თბილისში - კოსტავას 75 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის სავარაუდოდ, მე-15 სართულიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას მუშაობის დროს თოკი გაუწყდა.

ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მუშაობისას დამცავი ღვედი ეკეთა ამიტომ მათთვის გაუგებარია როგორ მოხდა ახალგაზრდა მამაკაცის სიმაღლიდან ვარდნა. 

„ჩვენ წინ ვიყავით. იმხელა ხმაური იყო, რომ უცბათ გამოვვარდით. სასწრაფოშიც დავრეკე მაგრამ აზრი არ ჰქონდა,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

ადგილზე უკვე მუშაობენ ექსპერტკრიმინალისტები. გამოძიება სამშენებლო წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები