1 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ძალაც და უფლებაც ოლიგარქს - ივანიშვილის რეჟიმს ახალგაზრდები ამ ფორმით დაუპირისპირდნენ

ღამის კლუბებში გახარიას მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციიდან ერთი წელი გავიდა. 



ერთი წლის წინ პოლიცია კლუბებში შევარდა და ასობით ახალგაზრდას დამამცირებლად მოექცა, ხოლო 8 ადამიანი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავა, თუმცა, იქიდან ერთს წაუყენა ბრალი.



ერთი წლის წინ, გახარიას მიერ მართულ ძალადობას რუსთაველზე მიტინგები მოჰყვა. 



ახალგაზრდები ქუჩებში გავიდნენ, თუმცა, შს მინისტრის ბოდიშისა და აქციის ერთერთი ორგანიზატორის დასასვენებლად წასვლის შემდეგ, საპროტესტო მუხტი მინელდა...



სწორედ ამ თარიღის გასახსენებლად ქალაქში სხვადასხვა სახის პლაკატები გამოჩნდა. 

პარლამენტის შენობის წინ კი გახარიას ბიუსტი დადგეს. მას აქვს ღილაკი და თუ დააჭერ, ბოდიშს იხდის...

დავიწყოთ ბოდიშით

მედია უნდა იყოს მართული

არა თავისუფლებას

ციანიდი ხომ არ გაქვს

ძალაც და უფლებაც ოლიგარქს

ეს იმ წარწერების ჩამონათვალია, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ადგილებში გამოჩნდა.

ავტორები ამით იმ პროცესებს აპროტესტებენ, რაც ქვეყანაში ხდება... 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები