0 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში კოროზიული გაზსადენი იცვლება

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ნაძალადევის რაიონში მცხოვრები 8 ათასი აბონენტისთვის 50 წლის წინანდელი, ამორტიზებული და ძლიერ კოროზიული გაზის ქსელის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
მასშტაბური სამუშაოები ასეულობით ათასი ლარის ღირებულებისაა. აღნიშნულ ქსელზე ათეული წელია, აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებულა.ასევე, ნაძალადევის რაიონში, კერძო სახლებში მცხოვრები აბონენტებისთვის კომპანია უსასყიდლოდ ასრულებს შიდა (ეზოებში) ქსელის რეაბილიტაციას. კომპანია აბონენტებისთვის თანამედროვე დონის, ევროსტანდარტებით დამზადებულ მრიცხველებს საკუთარი ხარჯებით ცვლის. ამჟამად მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჟღენტისა და პიონერის ქუჩებზე მიმდინარეობს. გაზის ქსელის რეაბილიტაციისა და მრიცხველების სრულად შეცვლის სამუშაოები 42 ქუჩაზე უკვე დასრულდა, მათ შორის ბახმაროს, ბენდელიანის, ბეჟანიშვილის, გომბორის, ნიკო მარის, კაჭრეთის, კნოლევის, ლამისყანისა და მათ მიმდებარე ქუჩებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები