1 9 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

itv.ge-ს გადამღები ჯგუფის მიმართ განხორციელებულ უკანონო თვალთვალზე შსს-ს ზუგდიდის სამმართველომ გამოძიება დაიწყო

itv.ge-ს  გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ  უკანონო თვალთვალსა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე  გაკეთებული წერილობითი განცხადება,  ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებით,  საქართველოს  სახალხო დამცველის აპარატმა  დასაშვებად ცნო - წერილი ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა  ინტერნეტ მედია ჯგუფში დღეს გამოაგზავნა.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შესული განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და გადაეცა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტს .

პარალელურად აიტივის გადამღები ჯგუფის მიმართ განხორციელებულ უკანონო თვალთვალზე შსს-ს ზუგდიდის სამმართველომ გამოძიება დაიწყო.

ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ  სახალხო დამცველს განცხადებით,  2019 წლის 18 აპრილს მიმართა.

გიორგი კაპანაძემ ნინო ლომჯარის  ფაქტობრივი ინფორმაცია  მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ზუგდიდის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, გიორგი ჯანაშია უკანონო თვალთვალს, აიტივის გადამღებ ჯგუფზე .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები