1 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

" ინტენსიურად რომ გაისმის, რუსთავი 2 როგორ ბედავს სიღარიბეზე ლაპარაკს..სასაცილოც აღარაა, აღმაშფოთებლად , ძალად შევიწროებულ აზროვნებაზე მოწმობს.."

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში, 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმარება და წერს:

"თუ კლინიკური ღრმა დეპრესია, ან ფსიქოზური მდგომარეობა არაა, ადამიანი თავს იკლავს რამდენიმე ფაქტორის შეერთების გამო.

 არცერთი ღრმა ტრავმა არაა მონო, ღრმა ტრავმა ყოველთვის იკრებს რამდენიმე სხვა ფაქტორს, გარემოს ამ ტრავმის კვალდაკვალ აღმოცენებული რეაქციებიდან დაწყებული, წარსულის შინაგანი ტრავმული კავშირების ამოქმედებით დასრულებული. შიმშილი და უკიდურესი სიღატაკე ისეთი რამაა, რამაც ბევრი ფაქტორი შეიძლება მიიერთოს, რაც მოზარდისთვის მტკივნეულია, რასაც დიდი ადამიანი უკეთ გადაიტანდა, მოზარდისთვის დაუძლეველ ტრავმად აღიქმება.

 გადაცემას როგორც გინდა ისე გააკეთებ, რამდენიმე ფაქტორიდან რომელიც არ უნდა ამოარჩიო, ყველა მართალი, მაგრამ არასრულყოფილი იქნება. 

როგორც ყველაზე ფუნდამენტური - შიმშილი და უსაფრთხოების დარღვევა - შიმშილი, უპირველესადაა სახელმწიფოს მოსაგვარებელი და ველოსიპედის გამოგონება საჭირო არაა, არსებობს პრაქტიკა, როგორ, რა კრიტერიუმით აღრიცხო განსაკუთრებით ღარიბი ოჯახების ბავშვები, როგორ გადაწყვიტო მათი კვების და ჯანდაცვის პრობლემა.

 ინტენსიურად რომ გაისმის, რუსთავი 2 როგორ ბედავს სიღარიბეზე ლაპარაკს, ეგ ოჯახი "მათ დროსაც" ღარიბი იყოო.... აღარც ვიცი, ამას რა ჰქვია. 9 წლის ხსენება სასაცილოც აღარაა, აღმაშფოთებლად , ძალად შევიწროებულ აზროვნებაზე მოწმობს, რაც დრო გადის მითუფრო.

 სულ 25 წლის გამოჩეკილ ქვეყანაში ყოველი 9 და 7 წელი იმხელა დროის მონაკვეთია, შევარდნაძის დროსაც შიოდათ მაგათო, ვინც ამბობს, უბრალოდ ძნელი გასაგებია, რის მტკიცებას ცდილობენ ამით. დღევანდელი დღე არაფერს ნიშნავს და არც ხვალინდელი აღარ გვექნება, რადგან რომელიღაც 9 წელი ნაკლებშეძლებული ქვეყანა და ოჯახები იყო?

 პრობლემებზე პარტიული ისტერესების გარეშე თვალი არ გავახილოთ არასდროს და ობიექტური სურათის შესაცვლელად არაფერი ვაკეთოთ, არავის არაფერი მოვთხოვოთ? რა კომფორტულ საჩუქრად მოირგეს წარსული, მოხერხება ხომ გინდა? 

მთელ ამ ამბავში მთავარი ფოკუსი რომ მოზარდია, რომელიც ფუნთუშას ვერ ყიდულობდა, სადაც არ უნდა გაუხვიო, მაინც ეს რომაა უპირველესი ტრაგედია, ვერ წაუხვალ, მაგრამ ზრდასრული ხალხი სპორტული ინტერესით გულშემატკივრობს რომელი ტვ-ვერსია მოუგებს რომელს.

 ამ ზრდასრულთა იმედი უნდა ჰქონდეს რომელიმე მოზარდს? როგორ გინდა ამ ქვეყანაში დეპრესია არ დაგემართოს?"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები