2 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ქვეყანა გვაქვს ჩაჯმული.. კარგად არიან მთავრობის წარმომადგენლები..ჩემს შვილებსაც ვურჩევ, აუცილებლად გაიქცნენ ამ ქვეყნიდან"

 მსახიობი დათო დარჩია  ჟურნალ "თბილისელებისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში არან დღეს მსახიობები საქართველოში . 
მსახიობის თქმით, კარგად მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლები ცხოვრობენ..

დათო დარჩია: უკაცრავად და, ქვეყანა გვაქვს ჩაჯმული (მე მაპატიეთ) და შესაბამისად, მსახიობებიც ჩაჯმულები (კიდევ ერთხელ, ბოდიში) ვართ, როგორც ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენლები. აქ კარგად არიან მხოლოდ ბიზნესმენები და მთავრობის წარმომადგენლები. არც ერთი ვარ და არც – მეორე, სხვა ვინმე გინახავთ კარგად? მე ოროცდაათი წლის კაცი ვარ და არ მინახავს.

ბევრს გაუკვირდება თქვენი პრობლემა, როცა ეკრანზეც ხშირად ჩანხართ, სერიალებსა და ფილმებში გიღებენ, თეატრში ხართ.

– არც კინოშია ფული და არც – თეატრში. დღეს ჩემი ხელფასით მათხოვრებში ვარ. ღატაკებში ვიყავი და ახლა მათხოვრებში გადავედი. მათხოვარს კინოში ვინ მოგცემს მილიონებს. ვიღაცები ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა. არაფერიც არაა კარგად, ყველაფრი ცუდადაა და ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე. იქ წავალ, სადაც შრომა და ნიჭი ფასდება. ამერიკაზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე მარტო ვაპირებ, მაგრამ ჩემს შვილებსაც ვურჩევ, აუცილებლად გაიქცნენ ამ ქვეყნიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები