1 7 : 4 6
 | 

საზოგადოება

სასამართლო ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეს 16 აპრილს განიხილავს

16 აპრილს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი პროცესი ჩატარდება. პროცესამდე, 10:30 საათზე სასამართლოს ეზოში გაიმართება მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასჭერად. აქციის ორგანიზატორი „ჩართულობის და განვითარების ცენტრია“. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი აქციის ფორმით რასიზმს, ქსენოფობიასა და ძალადობას აპროტესტებენ.

25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი, 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა მოკლა. ამ დროისთვის, ორი პირია დაკავებული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი ერთ-ერთი ქართული ნეო-ნაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ფაქტს არც დაკავებულები უარყოფენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობაში მონაწილეობას იღებდა კიდევ ერთი არასრულწლოვანი პირი, რომელიც ამ ეტაპამდე არ არის დაკავებული და საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსით მონაწილეობს.

ახალგაზრდა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. ის მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკების ორგანიზებაში და მონაწილეობდა რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ განხორციელებულ არაერთ პროექტში და იყო ებრაული თემის აქტივისტი.

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:36

    საყურის გამო რუსთაველის მეტროში ორ მამაკაცს ფიზიკუ...

    რუსთაველის მეტროში გვიან ღამით ორ ახალგაზრდა მამაკაცს, სავარაუდოდ, ქუჩის მუსიკოსებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. თვითმხილველების თქმით, მათ უცნობი პირები მიუცვივდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ "საყურიანი ბიჭ...

  • 23:43

    “გზა პროზექტურისკენ… პირველად შენი ფეხის თითები და...

    "უმეტესად მარტო ვარ სახლში.გიყურებ დედი სურათებში,ვსუნავ შენს ხალათს,პიჟამოებს, ვტირი შენს საწოლზე. ვიძინებ იმედით,სიზმრად მაინც გნახო. არ ჩანხარ. დილით თვალს ვახელ და ვიაზრებ,შენ მომიკვდი. გავრბივარ ...

  • 23:39

    20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი მოიმატებს დაძაბულობა ურთიერთობაში. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. კუროსიურპრიზები და განწყობის მკვეთრი ცვლილება გელით. დახმარებისთვის...

  • 16:33

    გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის იურიდიული კომისი...

    ბოლო თვეებში ქართულ კალათბურთში მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა: მარტში ჩვენმა ქვეყანამ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა, ხოლო მაისში ფიბა-ევ...

  • 15:25

    ვიცინო თუ ვიტირო არ ვიცი, ამ ქალაქს პატრონი ყავს? ...

    ვიცინო თუ ვიტირო არ ვიცი, ამ ქალაქს პატრონი ყავს? 21-ე საუკუნეში საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომ ქოლგის გაშლა გიწევს, ამას რა ჯანდაბა ქვია - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, თამუნა ლუკ...

  • 10:56

    "აღარ გვინდა, 21-ე საუკუნეში საქართველოს სიმბოლო ”...

    არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი, გიორგი მშვენიერაძე, "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით გამოთქმულ მუქარებს ეხმაურება. მშვენიერაძე "ფეისბუქის" საკუთარ...

  • 10:55

    "ეს არის არა რაინდული" - ომბუცმენი ვასაძეს მიმართა...

    ეს არის არა რაინდული, თუ მას აქვს პრეტენზია, რომ ის არის რაინდი, ასეთი საქციელი ნამდვილად არ შეეფერება რაინდს - ეს განცხადება ნინო ლომჯარიამ ტვ პირველის ეთერში გააკეთა."ჟურნალისტები ძალიან დ...