0 8 : 5 9
 | 

საზოგადოება

ივანიშვილი ილია მეორეს სამების ტაძრის მოხატვის სრულ დაფინანსებას დაპირდა

ბიძინა ივანიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

ა.წ. 11 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებს და, საერთოდ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც სურვილის შემთხვევაში უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცის დაცვას და მომავალი თაობის სწორად აღზრდას; რომ სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება; და რომ პირველ რიგში აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა.

მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც "ქართუ ბანკიდან” ფინანსდება.  ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა.

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა." ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 23:47

    საქართველოს ნაკრებმა სერბეთი უკომპრომისო ბრძოლაში ...

    საქართველოს ნაკრები დღეს ბელგრადში სერბეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა.მასპინძლების ძლიერ გუნდს ჩვენმა ნაკრებმა შესანიშნავი თამაში დაუპირისპირა. შეხვედრა დაძაბული, დრამატული და სანახაობრივი იყო.&n...

  • 23:41

    კორონავირუსის გამო, საქართველოს მთავრობამ ირანიდა...

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „როგორც ცნობილია, ჩი...

  • 23:36

    24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძიამ დღეს სასიამოვნო ნაცნობობა და საქმეში წარმატება გელით. თუ წინა თვეებში თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება შეძელით, შეგიძლიათ, ხელსაყრელი მომენტით ისარგებლოთ და ხელმძღვანელ პოზიციაზე ...

  • 12:36

    22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძიჯანმრთელობა: ყურადღებით და დაკვირვებით შეარჩიეთ სახის მოვლის საშუალებები. იმ შემთხვევაშიც, თუკი ადრე თქვენი სახის კანისთვის ნებისმიერ კოსმეტიკას უპრობლემოდ მოიხმარდით, ახლა უარი უნდა თქვათ ს...

  • 12:36

    22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძიჯანმრთელობა: ყურადღებით და დაკვირვებით შეარჩიეთ სახის მოვლის საშუალებები. იმ შემთხვევაშიც, თუკი ადრე თქვენი სახის კანისთვის ნებისმიერ კოსმეტიკას უპრობლემოდ მოიხმარდით, ახლა უარი უნდა თქვათ ს...

  • 12:36

    22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძიჯანმრთელობა: ყურადღებით და დაკვირვებით შეარჩიეთ სახის მოვლის საშუალებები. იმ შემთხვევაშიც, თუკი ადრე თქვენი სახის კანისთვის ნებისმიერ კოსმეტიკას უპრობლემოდ მოიხმარდით, ახლა უარი უნდა თქვათ ს...

  • 15:09

    40 მიქსერი 40 წარმატებულ ქალს - 8 მარტის საჩუქარი ...

    8 მარტს ოზურგეთის მერია 40 წარმატებულ ქალს საჩუქრად მიქსერს გადასცემს. მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 11 460 ლარია და მასში 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებ...