1 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ჩემი ცოლის დაქალების" ბაქარ ორჯონიკიძეში, თავისი თავი თვითონ ამოიცნო"

ემი ცოლის დაქალების ბაქარ ორჯონიკიძეში თავისი თავი თვითონ ამოიცნო, ჩვენ ხომ არ გვითვამს - ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრი, გუბაზ სანიკიძე, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

„რამდენი ქართული სერიალი გადის დღეს. გადის ერთი - "ჩემი ცოლის დაქალები", სადაც არის პერსონაჟი ბაქარ ორჯონოკიძე და როგორც ჩანს, თავის თავი ამოიცნო, ჩვენ ხომ არ დაგვიბრალებია ეს. ამითი არის უკმაყოფილო და მან ალტერნატივად გამოგვიცხადა, რომ ისტორიულ სერიალებს გადაიღებს. მე მაქვს ჩემი ვარაუდი და ვურჩევ ბატონ ბიძინას. მან უნდა გადაიღოს ისტორიული სერიალი სახელით - 301 ანუ სამასი არაგველი კი არა, არამედ სამას ერთი არაგველი იყო, უბრალოდ, ერთი მძიმედ დაიჭრა იქ და გადარჩა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. მეორე, ეს არის როგორც ჩანს, მარტვილის ციხე-კოშკში დავით აღმაშენებლის აღზრდაში გიორგი ჭყონდიდელი კი იღებდა  მონაწილეობას, მაგრამ ეს იყო სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი გიორგი ჭყონდიდელის ფსევდონიმით,“ - განაცხადა სანიკიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები