1 2 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს, საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნების შემთხვევაში დაებეგრებათ "

„გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“, ხელისუფლებას მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება საპენსიო რეფორმას. 

ოპოზიციური გაერთიანების წევრების თქმით, საქართველოს მთავრობა თაღლითური სქემის მეშვეობით, დაახლოებით 200 ათასი მოქალაქისა და მათი დამსაქმებელი კომპანიებისგან აპირებს ბიუჯეტის შევსებას. 

კერძოდ, სავალდებულო საპენსიო რეფორმაში 40 წელს გადაცილებული დასაქმებულები იმ პირობით ჩართეს, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ მათ ექნებოდათ საპენსიო სქემის დატოვების საშუალება და გადარიცხული თანხა სრულად დაუბრუნდებოდათ უკან. თუმცა საპენსიო სააგენტოდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ თუ პიროვნება დატოვებს საპენსიო სქემას, თანხის დაბრუნებისას მის მიერ დაგროვებული თანხა დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ხოლო ცალკე კომპანიებისთვის დასაბრუნებელი თანხა დაიბეგრება 20%-ით. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები