ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
|
“ოჯახში ძიძად მუშაობდა, თითქმის გარდაცვლილი იმ ბავშვის დედამ ნახა, რომელსაც უვლიდა”
31 მარტის დილას, მილანში 27 წლის ქართველი ვოკალისტი იზა ქავთარაძე გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა საქართველოში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობდა, სექტემბერში კი სწავლის გასაგრძელებლად იტალიაში გაემგზავრა. იზა ქავთარაძე ახლახან მილანის კონსერვატორიაში უგამოცდოდ ჩაირიცხა. მისი გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს, მანამდე კი იტალიური პრესა აქვეყნებს სტატიას სათაურით – “ჰეროინის კიდევ ერთი მსხვერპლი”, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ შაბათს – დაახლოებით, საღამოს 10 საათისთვის- მილანში, მაური მაკის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ახალგაზრდა ქართველი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს. სასტუმრო ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. შენობის ოთახში, სადაც ახალგაზრდა ქართველი ქერა გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, ერთჯერადი შპრიცები, შავი კოვზი და გაცხელებული ჰეროინიც აღმოაჩინეს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქართველი გოგონას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირება სახელდება, რასაც იზას ოჯახის წევრები გამორიცხავენ.
ია შალიკაშვილი, იზას მამიდა:
– იზა ძალიან კეთილშობილი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და თბილი გოგონა იყო. თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, სექტემბერში სტუდენტური ვიზით მილანში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. თავდაპირველად სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი მილანის კონსერვატორიაში შეიტანა საბუთები. როდესაც მისი მონაცემები უნახავთ, ახლახან უგამოცდოდ ჩაურიცხავთ კონსერვატორიაში. ვინაიდან იზას ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, სწავლისთვის საჭირო ფულის გამომუშავებაზე იზამ თავად იზრუნა და ერთ სოლიდურ ოჯახში ბავშვის ძიძად დაიწყო მუშაობა. რაღაც საშინელება გავრცელდა იზაზე, თითქოს ნარკოტიკი გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, რაც სისულელეა და წარმოუდგენელი. ასეთი რომ ყოფილიყო, რომელი ოჯახი ანდობდა ასეთს თავის შვილს მოსავლელად?
გარდაცვალების წინა ღამით, ანუ გუშინწინ, იზამ მშობლებს ვიდეოჩანაწერი გამოუგზავნა, სადაც აღფრთოვანებული ჰყვებოდა, როგორი კმაყოფილი და ბედნიერი იყო, ფედერიკა ფაბის ოჯახსაც , სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა, სიყვარულით მოიხსენიებდა. ამბობდა, რომ საჩუქრებით ანებივრებდნენ და ისე შეაყვარა თავი, მაისში ყველანი ერთად აპირებდნენ ჩამოსვლას საქართველოში. ეს ჩანაწერი იზამ გვიან ღამით გამოგზავნა, დილით კი, დაახლოებით 10 საათზე, მასთან ოთახში ბავშვის დედა, ფედერიკა შესულა და იზა პირველს მას უნახავს თითქმის გარდაცვლილი.
ჩვენ გუშინვე დავუკავშირდით ამ ქალბატონს, რათა გაგვერკვია, რა და როგორ მოხდა. იზას საშინლად გლოვობს ის ქალბატონი და მთელი ოჯახი. გვითხრა, რომ მან ნახა პირველმა. მერე, როცა პრესას გავეცანით, კიდევ ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ მის ოთახში მსგავსი არაფერი – არც ჰეროინი და არც შპრიცები არ უნახავს.
სტატიაში ნახსენები იყო სასტუმრო, სადაც გარდაცვლილი გოგონა იპოვეს. ამ ინფორმაციით შეწუხებულები და გაოგნებულები მილანს კვლავ დავუკავშირდით და აღმოჩნდა, რომ სასტუმროში ნაპოვნი ის გარდაცვლილი, ვისზეც პრესა წერს, არის 27 წლის ვინმე ანი. იზას გვარ-სახელი ამ სტატიაში არსადაა ნახსენები, გვითხრეს, სხვა გოგონაზეა საუბარიო. ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს ალბათ, რა და როგორ მოხდა, მანამდე კი ვერსიებისგან თავს შევიკავებ, არც გვაქვს რაიმე ვერსია… გაოგნებულები ვართ ჯერ იზას გარდაცვალებით და ახლა იმ ჭორებით, რაც მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვრცელდება.
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
კომენტარები