1 6 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჯგუფ ''ნიუტონის'' სოლისტი თამარ ბაბილუა გარდაიცვალა

ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბაბი ბოლო ოთხი წელი სიმსივნეს ებრძოდა.

" ნაღვლის ბუშტი, ელენთა, ბრმა ნაწლავი, ორივე საკვერცხე, საშვილოსნო – ყველაფერი ამოკვეთილი მაქვს. სახელმწიფოსგან უკვე მეორე ხარისხის ინვალიდის სტატუსი მაქვს მიღებული,“- განაცხადა მუსიკოსმა ერთი წლის წინ, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს. 

 ბაბი ბენდ "ნიუტონის" წევრი იყო. 2015 წელს მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა  ჯგუფში სიმღერა არ შეუწვეტია. მეტიც,  პირველი ოპერაციის შემდეგ მან  საქართველოს რეკორდი დაამყარა– 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე.

ბაბის ერთი შვილი დარჩა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები