1 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისში, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას, მეხანძრეებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს

თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნულის შესახებ ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს.

უწყების ცნობით, აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება.

ცნობისთვის, ინანიშვილის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვ/მ ფართობი. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები