0 4 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მაგდა პაპიძე ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ წერს.

მაგდა პაპიძის დის, ლანა პაპიძის თქმით, მაგდა პაპიძეს თვალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც სამედიცინო ცენტრ “მზერაში” ოპერაცია გაუკეთეს. 

“მაგდას დიაბეტი აქვს. აქედან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. მხედველობის დაკარგვის საშიშროების წინაშე ვიდექით, მაგრამ გადავრჩით. თვალზე იმპლანტის ჩადგმა დასჭირდა. დაბურვა ჰქონდა. ოპერაცია გაუკეთდა და მომსახურეობით ძალიან კმაყოფილები ვართ. თვითონ ოპერაცია ერთი თვის წინ გაუკეთეს, მას შემდეგ შეხორცება გართულდა და საჭიროების მიხედვით გადაჰყავთ ხოლმე კლინიკაში”, – განაცხადა ლანა პაპიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ივლისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნო ქმრისა და შვილის მკვლელობაში (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით). 2016 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები