1 6 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“მას მარცხენა ხელზე ჰქონდა მცირე ტრამვა” – გიგი გეგეჭკორის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

9 მარტს დაკარგული 25 წლის გიგი გეგეჭკორის  დედა, საზოგადოებას  მიმართავს:

"გაავრცელეთ გთხოვთ! ! !

უკვე 5 დღეა ოჯახის წევრები და მეგობრები უშედეგოდ ეძებენ გიგი გეგეჭკორს. შეგახსნებეთ, რომ შაბათს, 9 მარტს გიგი იმყოფებოდა წითელსოფელში საიდანაც გაუჩინარდა. ის ფაქტი, რომ გიგი რამდენიმე ადამიანმა დაინახა ფასანაური-მლეთის მონაკვეთში სამწუხაროდ არ დადასტურდა. 

9 მარტის შემდეგ არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია გიგის ადგილსამყოფლის შესახებ. მას ოჯახი, მეგობრები, სამართალდამცავები და მაშველები ეძებენ ყველა მიმართულებით, როგორც დუშეთის რაიონში ასევე დედაქალაქში. გიგის ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ უცნობია. 

ძალიან გთხოვთ იყავით ყურადღებით ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე, რადგან უკანსკნელად გიგი ხუთი დღის წინ ნახეს გაურკვეველი მიმართულებით მიმავალი და შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე იყოს. დააკვირდით აღწერილობას და დამახასიათებელ ნიშნანს. უკანასკნელად გიგის ეცვა შავა სპორტული შარვალი ტოტზე თეთრი ზოლებით, შავი მაისური და შავი პერანგი, მას არ აცვია თბილი კურტკა,რამაც შეიძლება ყურადღება მიიქციოს მნახველებში, ასევე მას მარცხენა ხელზე ჰქონდა მცირე ტრამვა. რაიმე ინფორმაციის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე ან შეატყობინოთ სამართალდამცავებს.

მადლობა გულისხმიერებისთვის."

592 20 30 00 – ნანა(დედა) ; 571 11 69 96 ელენე(მეგობარი)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები