1 1 : 5 1
 | 

საზოგადოება

ხვალიდან გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სკი კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს

15, 16, 17  მარტს, გუდაურში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ევროპის თასის ეტაპები გაიმართება სკი კროსში,რომელიც  სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინაა. სკი კროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდოულად დაშვებას გულისხმობს. მოთხილამურეები სხვადასხვა დაბრკოლებების ტრასის დაფარვას მინიმალურ დროში შეეცდებიან. შეჯიბრში  13 ქვეყნის, მათ შორის: ამერიკის, კანადის, ავსტრიის, შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის 62 სპორტსმენი (19 ქალი და 43 ვაჟი) მიიღებს მონაწიელობას.

15 მარტს FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრი გაიმართება ქალებსა და ვაჟებს შორის. სარეიტინგო შეჯიბრი ზამთრის სეზონის განმავლობაში თითქმის ყველა განვითარებულ სამთო-კურორტზე ტარდება. სარეიტინგო შეჯიბრზე სპორცმენები აგროვებენ FIS-ის ქულებს, ამ ქულების მეშვეობით ისინი იღებენ ლიცენზიას , რათა მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე.

16, 17 მარტს კი ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს გუდაური სკი კროსის სახეობაში.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გუდაურში წარმატებით ჩატარდა სამდღიანი ტურნირი სნოუბორდ ქროსში.  ღონისძიებამ უაღრესად დადებითი შეფასებები დაიმსახურა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატების, სხვადასხვა ქვეყნის მწვრთნელებისა და თავად მოთხილამურეების მხრიდან.

როგორც ცნობილია, 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში.  მანამდე კი, საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას, აღებული აქვს ვალდებულება 4 წლის მანძილზე სხვადასხვა სამთო კურორტებზე, მსავსი შეჯიბრებები გამართოს. ამიტომაც, მათი მაღალ დონეზე ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების პარტნიორი კი  კომპანია „სილქნეტია“, რომელიც 2008 წლიდან ფედერაციის გენერალური სპონსორია.

საორგანიზაციო საკითხების მაღალ დონეზე მომზადების პროცესში ჩართული არიან ყოფილი და ამჟამინდელი ნაკრების წევრები, რეგიონალური ფედერაციების წარმომადგენლები, გუდაურის მოსახლეობა და მოხალისეთა ჯგუფები.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:42

    სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა შპს-დან ს...

    თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს.კერძოდ, ორ ბიზნესოპერატორთან - შპს „დადუ“-სა და „შპს „ინა“-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობე...

  • 11:07

    “ძალიან რომ მიჭირდა, ტაძრიდან 2 ბოთლი ზეთი და 10 ლ...

    ნარიყალას მონასტრის წინამძღვარი, მამა გიორგი თევდორაშვილი სოციალურ ქსელში მომხმარებელს უამბობს ისტორიას, თუ როგორ გადაუხადა მრევლმა მადლობა წლების წინ გაცემული სიკეთის გამო. “ერთხელ ძალიან, რომ მ...

  • 11:05

    მეტროსადგურები პარალიზებულია - მგზავრების გადაყვან...

    თბილისის თითქმის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. შეფერხება სადგურის მოედანზე მატარებლის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, ამ დროისთვის ...

  • 23:28

    22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. დაკვირვებულად და გააზრებულად მიიღეთ გადაწყვეტილებები. თავგადასავლები თქვენთვის ბედნიერად დასრულდება. კარგი დღეა უცხოელებთან კონტაქტისთვის. კურომოერიდ...

  • 21:59

    გურჯაანის საბავშვო ბაღში ღუმელთან გველი იპოვეს...

    სოფელ გურჯაანის პირველი საბავშვო ბაღი გაურკვეველი ვადით დაიკეტა. მიზეზი ღუმელთან აღმოჩენილი ქვეწარმავალი გახდა, რის გამოც 100-მდე აღსაზრდელი სხვადასხვა საბავშვო ბაღში დროებით გადაანაწილეს.გურჯაანის მე...

  • 17:26

    "ბიძინა ივანიშვილი მარსზეც რომ გაფრინდეს, ბოლომდე ...

    ჟურნალისტი და ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ძველებურად ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია."ღიად ვამბობ ამ მთავრობაზეც, რომ ძალიან ბევრ...

  • 11:42

    საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქც...

    გაზაფხული საუკეთესო დროა თქვენს სახლში იმ ცვლილებებისა და სიახლეების შესატანად, რომელზეც მთელი წელი ფიქრობდით.  იდეალურია, როდესაც არსებობს ადგილი, სადაც კომფორტულად და სწრაფად შეიძენთ ყველაფერს...

×