2 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

11-14 მარტს ამინდი იცვლება - სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 მარტს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსი იქნება.

"12 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოში კი +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. 13-14 მარტს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

🌡️ქ. თბილისში 11-14 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 11 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი იქნება,"- ნათქვამია სინოპტიკოსების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები