1 3 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახი თაღლითობაში ადანაშაულებს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახი თაღლითობაში ადანაშაულებს.

სამეფო ოჯახის ადვოკატი ბაგრატიონ-მუხრანელს ისტორიის გამყალბებლად მოიხსენიებს, კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს და საქართველოს სამეფოს სახელით ჩატარებულ შეხვედრებში ამხელს. ოჯახი დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვისსაქართველოს სამეფო სახელის გამოყენების აკრძალვას და ზიანის ასანაზღაურებლად სიმბოლურად ერთ ლარს ითხოვს.

„დავის საგანს წარმოადგენს დავით ბაგრატიონ-მუხრანეკლის მიერ სამეფო სახლის სახელით სარგებლობის აღკვეთა. მას არ აქვს უფლება,რომ საქართველოს სამეფო სახლის სახელით ისაუბროს, განახორციელოს შეხვედრები, შეიყვანოს შეცდომაში საერთაშორისო საზოგადოება. მას აქვს თავის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, რომ წარმოადგენს ისეთი მეფეების შთამომავალს როგორიც არის ერაკლე მეორე, ალექსანდრე მეექვსეს, რომელსაც საქართველოს ისტორიაში არავინ იცნობს. ერაკლე მეორე ასოცირდება ერეკლე მეორესთან რომელთანაც მუხრანელი ბაგრატიონების შტოს არანაირი შეხება არ აქვს.

"ალექსანდრე მეექვსეს სურათად აკაკი წერეთლის სურათი ჰქონდა განთავსებული, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის გათვლილი,“-ამბობს ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი ლევან გორელაშვილი.

თავის მხრივ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე მოსარჩელე მხარეს თვითმარქვიად მოიხსენიებს. ჩხეიძე ამბობს, რომ მათ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის DNM-ის ტესტის ჩატარება შესთავაზეს, რათა დაედასტურებინა, რომ ნამდვილად ბაგრატიონების შტოს წარმოადგენდა. ჩხეიძე ამბობს, რომ ნუგზარ ბაგრატიონმა კვლევის ჩატარებაზე უარი განაცხადა, რაც ამძაფრებს ეჭვს,რომ ის თვითმარქვიაა. 

„მსგავს ტაკიმასხარაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ. რომ არ ყოფილიყო სავალდებულო კანონით, არც ჩავერთვებოდით ამ საქმეში. მათი მიზანი არის ერთადერთი მთავარი - სარჩელი არ არის გათვლილი შედეგზე, მათ სურთ, რაიმე ფორმით საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღონ აღიარება,რომ ისინი არიან რაიმე ფორმით კავშირში საქართველოს სამეფოსთან.

"ჩვენ შევთავაზეთ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის , ჩაეტარებინა დნმ კვლევა და დაედასტურებინა,რომ ის არის ნამდვილად ბაგრატიონი, რაზეც მან განაცხადა უარი, რაც კიდევ ერთხელ ამძაფრებს ეჭვს,რომ ჩვენ არანაირ ბაგრატიონებთან საქმე არ გვაქვს და საქმე გვაქვს თვითმარქვიებთან,“-აცხადებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები