1 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

4-6 მარტს ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს


სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში 4-6 მარტს შედარებით დათბება. 

"4-6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

7 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს.

 ქ. თბილისში 4-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.7 მარტს კი დღისით იწვიმებს, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსამდე დაიკლებს,"- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები