0 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კლასელის მიერ დაბულინგებულმა 15 წლის გოგონამ სკოლის ეზოში მედიკამენტები დალია და თვითმკვლელობა სცადა

თბილისის ერთ-ერთი სკოლის ეზოში,  მე- 9 კლასელმა გოგონამ მედიკამენტები დალია და თვითმკვლელობა სცადა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ბულინგია, კერძოდ კი, გოგონამ მისი თანაკლასელის დაცინვას და დამცირებას ვერ გაუძლო 

„დღეს დილის საათებში შემოყვანილია 15 წლის გოგონა, რომელსაც მეგობართან კამათის შემდეგ მიღებული აქვს ანტიჰიპერტენზიული მოქმედების პრეპარატი. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვს გავესაუბრე სავარაუდოდ შესაშინებლად აქვს მიღებული აბები თანაკლასელთან კამათის შემდეგ,“-განაცხადა ტოქსიკოლოგმა მარინა პეტრიაშვილმა.

15 წლის გოგონას სუიციდის მცდელობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან თანაკლასელს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა სადაც ეწერა, რომ წამლები დალია და თავს შეუძლოდ გრძნობდა.

„მოუვიდა მის თანაკლასელს მესიჯად, რომ რაღაც წამალი მივიღე და ცუდად ვარ. მაშინვე მანდატურის  სამსახური და კლასელები გავიყოლეთ ჩვენ და სკოლის ტერიტორიის  მიღმა ვნახეთ ბავშვი რომელსაც ხელში ეკავა წამალი. დავუძახეთ სასწრაფო დახმარებას. ოპერატიულად მოვიდნენ და გადაიყვანეს ბავშვი იაშვილის კლინიკაში,“-აცხადებს სკოლის მასწავლებელი. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები